ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

INTERNS’ DAY „პეპსიკოში“

ღონისძიებები

კვებისა და სასმელების მწარმოებელი საერთაშორისო კომპანია „პეპსიკო“ გიწვევთ შეხვედრაზე INTERNS’ DAY, რომელიც გაიმართება სპეციალურად თქვენთვის, რათა დაგეგმოთ თქვენი კარიერა 2019 წლის საუკეთესო დამსაქმებელ კომპანიაში საქართველოსა და ევროპაში.  

შეხვედრაზე გაიცნობთ კომპანიის ლიდერთა გუნდის წარმომადგენლებს, რომლებიც ისაუბრებენ „პეპსიკოს“ ბიზნესის, ღირებულებებისა და კორპორატიული კულტურის შესახებ, რაც 50 წელზე მეტია განაპირობებს კომპანიის ლიდერულ პოზიციებს FMCG სექტორში საერთაშორისო ბაზარზე.

ასევე გაეცნობით მიმდინარე სტაჟირების პროგრამებს და შეძლებთ იქვე შეავსოთ განაცხადი თქვენთვის საინტერესო პროგრამაზე.

შეხვედრის ბოლოს კი დააგემოვნებთ კომპანიის უგემრიელეს პროდუქციას სნეკების, წვენების, რძის ნაწარმისა და გაზირებული სასმელების კატეგორიიდან.

შეხვედრაზე დასწრება შეუძლიათ

  • ბიზნესის ადმინისტრირებისა და საკვები პროდუქტების ტექნოლოგიების მიმართულების

  • ბაკალავრიატის III და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს;

  • მაგისტრატურის სტუდენტებს;

  • კურსდამთავრებულებს.

ღონისძიებაზე დასასწრებად საჭირო წინასწარი რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ ბმულზე.

რეგისტრირებული სტუდენტები მიბრძანდით 25 ივნისს, 17:00 საათზე სასტუმრო Best Western-ის I სართულზე (მის.: აფაქიძის ქ. N11).

დრო: 25 ივნისი, სამშაბათი, 17:00 საათი.

ადგილმდებარეობა: სასტუმრო Best Western, I სართული (იხილეთ რუკა).

ბანერები