ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ინტერაქტიული გამოფენა: სამყარო. ადამიანი. ინტელექტი

ღონისძიებები

გოეთეს ინსტიტუტი, მაქს პლანკის საზოგადოება და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ გამოფენას „სამყარო. ადამიანი. ინტელექტი”, რომელიც ეძღვნება გერმანიის უახლეს სამეცნიერო მიღწევებს.

ინტერაქტიული გამოფენა მოგვითხრობს კაცობრიობის დიდ საიდუმლოებებსა და მეცნიერული აზროვნების მიღწევებზე.

„სამყარო. ადამიანი. ინტელექტი“ წარმოადგენს მაქს პლანკის საზოგადოების კვლევის შედეგებს, მიმდინარე და სამომავლო კვლევით პროექტებს გერმანიიდან და სვამს ისეთ შეკითხვებს, რომლებიც კაცობრიობის მიერ ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია.

გამოფენის მიზანია ინტერესის გაღვივება მეცნიერებისა და გერმანული ენის მიმართ.

გამოფენა ხუთი თემატური სფეროსგან შედგება: „სამყარო“, „ჰომო საპიენსის გზა“, „ჩვენი ტვინი“, „ცხოვრება ანთროპოცენში“ და „ხელოვნური ინტელექტი“. თითოეულ მოდულში არის ინსცენირების ელემენტი: მაგალითად, მონიტორი „ფეისმორფინგისთვის", ატმოსფერული გარსი, რომელიც აჩვენებს დისტანციებს გალაქტიკაში ან თაროები სხვადასხვა ლაბორატორიული ჭურჭლით.

გამოფენაზე გაეცნობით ბევრ საინტერესო სამეცნიერო სიახლეს. QR კოდების მეშვეობით გადახვალთ ვიდეოების, სურათებისა და პოდკასტების სახით წარმოდგენილ დამატებით მასალაზე.

გამოფენა ძირითადად გამიზნულია მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლობენ გერმანულ ენას და აინტერესებთ მეცნიერება. თუმცა გამოფენაზე მოსვლა შეუძლიათ სხვა დაინტერესებულ პირებსაც.


რეგისტრაცია

დასწრება თავისუფალია ნებისმიერი მსურველისათვის 25 ოქტომბრიდან 29 ნოემბრამდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 17:00 საათამდე.

მნახველთა ჯგუფები კი უნდა დარეგისტრირდნენ ქვემოთ მითითებულ თარიღებზე (რეგისტრაციას გადის კლასის მასწავლებელი)

წინასწარ გადმოწერეთ გამოფენის აპლიკაცია:

რეგისტრაცია უკვე დაწყებულია!

გთხოვთ,როგორც პედაგოგი დაუკავშირდეთ გამოფენის კოორდინატორს და მისწეროთ შემდეგი მონაცემები:

  1. რომელ რიცხვში და რომელ საათზე გსურთ კლასის მოყვანა.
  2. ბავშვების რაოდენობა, ასაკი და კლასი
  3. სკოლის დასახელება
  4. თქვენი საკონტაქტო ნომერი

თარიღები

(გთხოვთ, დაუკავშირდეთ შესაბამის კოორდინატორს დღეებისა და დროების მიხედვით)

28 ოქტომბერი:

  • 10-11 სთ, 11-12 სთ, 12-13 სთ, 13-14 სთ, 14-15 სთ, 15-16 სთ, 16-17 სთ – ნუცა თოთლაძე, nutsa1totladze1@gmail.com

31 ოქტომბერი, 7 ნოემბერი, 14 ნოემბერი, 27 ნოემბერი, 28 ნოემბერი:

2 ნოემბერი, 9 ნოემბერი, 23 ნოემბერი:

  • 10-11 სთ, 11-12 სთ, 12-13 სთ, 13-14 სთ, 14-15 სთ, 15-16 სთ, 16-17 სთ – ანა ბედენაშვილი, ana.bedenashvili.2@iliauni.edu.ge

4 ნოემბერი, 11 ნოემბერი, 25 ნოემბერი:

  • 10-11 სთ, 11-12 სთ, 12-13 სთ, 13-14 სთ, 14-15 სთ, 15-16 სთ, 16-17 სთ – ნუცა თოთლაძე, nutsa1totladze1@gmail.com

15 ნოემბერი, 29 ნოემბერი:

  • 10-11 სთ, 11-12 სთ, 12-13 სთ, 13-14 სთ – ანა ჩაჩხიანი, Anuki.chachxiani@gmail.com
  • 14-15 სთ, 15-16 სთ, 16-17 სთ – კონსტანტინე ჭიპაშვილი, k.chipashvili03@gmail.com

ინტერაქტიული გამოფენის დრო: 25 ოქტომბრიდან 29 ნოემბრამდე

მისამართი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. G კორპუსი. (გ. წერეთლის ქ. N1)

2022 წელი

ბანერები