ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ინტერაქტიული გამოფენა: სამყარო. ადამიანი. ინტელექტი – გახსნითი ღონისძიება

ღონისძიებები

25 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა გერმანიის უახლესი სამეცნიერო მიღწევებისადმი მიძღვნილი ინტერაქტიული გამოფენა „სამყარო. ადამიანი. ინტელექტი”, რომლის ორგანიზატორებიც უნივერსიტეტთან ერთად არიან გოეთეს ინსტიტუტი და მაქს პლანკის საზოგადოება.

გამოფენა მოგვითხრობს კაცობრიობის დიდ საიდუმლოებებსა და მეცნიერული აზროვნების მიღწევებზე.

„სამყარო. ადამიანი. ინტელექტი“ წარმოადგენს მაქს პლანკის საზოგადოების კვლევის შედეგებს, მიმდინარე და სამომავლო კვლევით პროექტებს გერმანიიდან და სვამს ისეთ შეკითხვებს, რომლებიც კაცობრიობის მიერ ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია.

გამოფენის მიზანია ინტერესის გაღვივება მეცნიერებისა და გერმანული ენის მიმართ.

გამოფენა ხუთი თემატური სფეროსგან შედგება: „სამყარო“, „ჰომო საპიენსის გზა“, „ჩვენი ტვინი“, „ცხოვრება ანთროპოცენში“ და „ხელოვნური ინტელექტი“. თითოეულ მოდულში არის ინსცენირების ელემენტი: მაგალითად, მონიტორი „ფეისმორფინგისთვის", ატმოსფერული გარსი, რომელიც აჩვენებს დისტანციებს გალაქტიკაში ან თაროები სხვადასხვა ლაბორატორიული ჭურჭლით.

გამოფენაზე, რომელიც 29 ნოემბრამდე უმასპინძლებს დამთვალიერებლებს, გაგაცნობთ ბევრ საინტერესო სამეცნიერო სიახლეს.

QR კოდების მეშვეობით გადახვალთ ვიდეოების, სურათებისა და პოდკასტების სახით წარმოდგენილ დამატებით მასალაზე.

გამოფენა ძირითადად გამიზნულია მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლობენ გერმანულ ენას და აინტერესებთ მეცნიერება. თუმცა გამოფენაზე მოსვლა შეუძლიათ სხვა დაინტერესებულ პირებსაც.

გამოფენის შესახებ დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის: https://bit.ly/3SGxS3n 

2022 წელი

ბანერები