ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ინტენსიური ონლაინსტარტაპის ბუთქემფი

ღონისძიებები

ინტენსიური ონლაინსტარტაპის ბუთქემფი

მოკლე აღწერა

ინტენსიური ონლაინსტარტაპის ბუთქემფი განკუთვნილია იმ სტუდენტებისთვის, რომელთაც აქვს ბიზნესიდეა და სურთ გახდნენ სტარტაპერები. ბუთქემფის ფარგლებში გამოყენებული იქნება იდეის მენეჯმენტის ბრიტანული ონლაინპლატფორმა, რომელიც სტუდენტებს იდეის განვითარებაში, მომხმარებელთა პროფილების, კონკურენტების ანალიზსა და ღირებულებების განსაზღვრაში დაეხმარება.

სტუდენტებს ასევე საშუალება ექნებათ, გაეცნონ სტარტაპის შექმნის პრინციპებს და განივითარონ ბიზნესდაგეგმის, იდეების გენერაციისა და პიჩინგის პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

ბენეფიტები

ბუთქემფის მონაწილენი მიიღებენ 12-თვიან ექსკლუზიურ, ულიმიტო და სრულიად უსასყიდლო წვდომას ბრიტანულ პლატფორმაზე, რაც მათ საშუალებას მისცემს განავითარონ და დაამუშავონ ბიზნესიდეები და დატესტონ ბაზარზე გასვლის სტრატეგია.

დრო

4-5 ივნისი, 11:00-13:00 საათი

სამიზნე აუდიტორია

სტუდენტები, რომლებსაც უკვე აქვთ ბიზნესიდეა ან დაინტერესებულები არიან კრეატიულ ინდუსტრიებში სამეწარმეო საქმიანობით.

ამოცანები:

  •  შემოქმედებით ინდუსტრიებში სატარტაპების შესახებ სტუდენტების ცოდნის ამაღლება-განვითარება;

  •  შემოქმედებით ინდუსტრიებში ბიზნესის დასაწყებად სტუდენტებისთვის საჭირო უნარების განვითარება;

  •  პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ შესახებ ცნობადობის ამაღლება და მეწარმეობის პოპულარიზაცია.

სამუშაო ენა: ინგლისური

ტრენინგზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/drT3RRdxWtiobhvi6 

რეგისტრაციის ვადა: პირველი ივნისი, 23:59

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები