


ინტენსიური ლექციების და ტრენინგის კურსი
ღონისძიებები
27 ივნისიდან 9 ივლისის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ცენტრალური კალიფორნიის ფრესნოს სახელმწიფო უნივერსიტეტის აუტიზმის ცენტრის დირექტორი, პროფესორი ამანდა ადამსი და ამავე ცენტრის პროფესორი მარიანა ჯექსონი ჩაატარებენ ინტენსიური ლექციების და ტრენინგის კურსს "მიმართული ქცევის ანალიზი".
ამ დროის განმავლობაში ასევე განხორციელდება აუტიზმის ცენტრის აღსაზრდელებისა და თანამშრომლების კლინიკური სუპერვიზია.
აღნიშნული ღონისძიების ჩატარება მნიშვნელოვანია ცენტრის სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის. დაგეგმილია ხანგრძლივი თანამშრომლობა, რათა შემდგომში საფუძველი ჩაეყაროს უნივერსიტეტში ფსიქოლოგთა სერტიფიცირებას "მიმართული ქცევის ანალიზში“, რაც შესაძლებელს გახდის კვალიფიციური სრულფასოვანი კადრების მომზადებას მომავალი ამერიკული სტანდარტების აუტიზმის ცენტრის დასაარსებლად.