ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„ინტელექტუალური დიალოგი ესთეტიკის საკითხებზე: შანსები და სირთულეები“ - სამეცნიერო კრებულის პრეზენტაცია

ღონისძიებები

2016 წლის 26 აპრილს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება სამეცნიერო კრებულის პრეზენტაცია. კრებული - სახელწოდებით, „ინტელექტუალური დიალოგი ესთეტიკის საკითხებზე: შანსები და სირთულეები“ - გამოიცა 2016 წლის დასაწყისში, ვენაში, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. მასში გამოქვეყნებულია 2014 წლის ივნისში ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრის ორგანიზებით ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები.

კონფერენცია - „ინტელექტუალური დიალოგი ესთეტიკის საკითხებზე: შანსები და სირთულეები“ - მომზადდა ვენის უნივერსიტეტის პროფესორ იურგენ თრინკსთან თანამშრომლობით და მასში მონაწილება მიიღო სამი ქვეყნის თექვსმეტმა წარმომადგენელმა, მათ შორის - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ექვსმა პროფესორმა. 

დრო: 26 აპრილი, 13:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები