ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

INSPIRE ME – შეხვედრა სტარტაპ SCOOT SCOOT -ის წარმომადგენლებთან

ღონისძიებები

23 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნოივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება ქართული სტარტაპ SCOOT SCOOT -ის წარმომადგენლებთან შეხვედრა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული პრე-აქსელერატორ ზუმაუთის ორგანიზებით ტარდება შეხვედრათა ციკლი Inspire Me. სტარტაპ საქმიანობა გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, ბევრ დამწყებ სტარტაპერს სწორედ ბიძგის მიცემა და პირველი ნაბიჯების გადადგმაში დახმარება სჭირდება, შემდგომ დამოუკიდებლად რომ შესძლოს თამამად გარისკვა.

Inspire Me პროგრამა კი სწორედ ამგვარი ბიძგის მიმცემი საშუალებაა დამწყები სტარტაპერებისთვის, რადგან შეხვედრათა ფორმატი მთლიანად დაფუძნებულია პრაქტიკულ და პრობლემებზე ორიენტირებულ საკითხებზე. გამომდინარე იქიდან, რომ შეხვედრებზე ვიწვევთ უკვე შემდგარ და წარმატებულ სტარტაპერებს, მსმენელებს საშუალება ეძლევათ, მიიღონ ყველა სასურველ კითხვაზე ამომწურავი პასუხი და წარმატებული სტარტაპერების შთაგონებით იყვნენ შემდეგი წარმატების მაგალითები.

ინფორმაცია მომხსნებელი სტარტაპის შესახებ: 

https://www.tbcbusiness.ge/ka/business/startaperi/

დრო: 23 მაისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 (ჩოლოყაშვილის გამზ N3/5) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები