ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

Inspire Me – შეხვედრა სტარტაპ Alter Socks-ის წარმომადგენლებთან

ღონისძიებები

თუ მეწარმეობით ხარ დაინტერესებული და გსურს, მოისმინო პირად პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული რჩევები, თუ ეძებ ინსპირაციას, რომ თამამად გარისკო და თავად გახდე ახალი წარმატების ფორმულა, მაშინ გელოდებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუმაუთ პრე-აქსელერატორის მიერ ორგანიზებულ ''Inspire Me'' შეხვედრაზე, სადაც ძალიან წარმატებული სტარტაპის Alter Socks-ის დამფუძნებლები პირად გამოცდილებაზე დამყარებული ცოდნით ისაუბრებენ სტარტაპერებისთვის აქტუალურ და პრობლემატურ საკითხებზე.

ჩვენს ინტერაქციულ შეხვედრაზე შესაძლებლობა გეძლევა, ყველა შენთვის საინტერესო კითხვაზე მიიღო პრაქტიკული და ამომწურავი პასუხი.

გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა -https://goo.gl/forms/5wO0zY4ukHbNHiln2

დრო: 23 მარტი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები