ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ინოვაციური სტარტაპების ბანაკი სტუდენტებისთვის

ღონისძიებები

12 მარტიდან 15 მარტის ჩათვლით, ბაკურიანში გაიმართება ინოვაციური სტარტაპების ბანაკი სტუდენტებისთვის. ბანაკის ორგანიზატორია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო. ბანაკი მსოფლიო ბანკის ,,ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის“ პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

პროექტს ახორციელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: ჯეოლაბი, ინოვაციური განათლების ფონდი და ედისონი.

ბანაკის მთავარი სალექციო თემა იქნება ბიოტექნოლოგიები და ბიოინჟინერია.

სტუდენტები ასევე შეისწავლიან მეწარმეობისა და სტარტაპის შექმნის საკითხებს. ადგილობრივი და უცხოელი გამოცდილი მენტორების დახმარებით სტუდენტები გუნდურად იმუშავებენ ინოვაციური ბიოტექნოლოგიური იდეების შექმნაზე.
ბანაკის დასრულების შემდგომ GITA და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრე-აქსელერატორი ზუმაუთი და ფაბლაბ ილიაუნი აქტიურად იმუშავებენ მსურველ სტუდენტებთან იდეების ხელშესახებ „პროდუქტად“ გარდასაქმნელად.

ვის შეუძლია მონაწილეობა:

საქართველოს ნებისმიერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიოლოგიის, ბიოქიმიის, მედიცინის, კომპიუტერული მეცნიერებების, კომპიუტერული და ელექტრული ინჟინერიის და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულების სტუდენტებს. მონაწილე სტუდენტები შეირჩევიან მათი გამოცდილებისა და მოტივაციის მიხედვით.

მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია მოცემული ბმულის მეშვეობით: https://forms.gle/KAsN5CWsBrDyd69FA

შეკითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ: bootcamp@gita.gov.ge

სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2020 წლის 7 მარტი, 23:59 საათი .

შენიშვნა! ბანაკში მონაწილეობისთვის სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე. მონაწილემ უნდა შეძლოს ინგლისურენოვანი ლექციის მოსმენა, გააზრება და კომუნიკაციაში ჩართვა.

ბანერები