ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ინოვაციების კვლევა საჯარო სამსახურში

ღონისძიებები

20 ივნისს, 18:30 საათზე,  A101-ე აუდიტორიაში (ჭავჭავაძის #32) ჩატარდება საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის საზაფხულო პროგრამის ,,ინოვაციების კვლევა საჯარო სამსახურში" პრეზენტაცია.

ცენტრი აცხადებს კონკურსს სტუდენტებისათვის პროგრამაში მონაწილეთა შესარჩევად.

პროექტი მიზნად ისახავს საჯარო სამსახურში განხორციელებული ინოვაციების კვლევას. კონკურსის მეშვეობით შეირჩევა 10 სტუდენტი.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბიზნესის ადმინისტრირების ან საჯარო მართვის ფაკულტეტის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის ან  მაგისტრატურის სტუდენტებს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
• კვლევის დაგეგმვა და განხორციელება;
• კვლევის განხორციელებისათვის საჭირო ლიტერატურის მოძიება და თარგმნა;
• კვლევის შედეგების ანალიზი;
• კვლევის რეპორტის მომზადება.

ძირითადი მოთხოვნები
• ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნება;
• აზრის ნათლად გამოხატვის უნარი (წერილობითი და ზეპირი);
• ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა;
• ორგანიზებულობა;
• გუნდური მუშაობის უნარი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV და კვლევის მოკლე აღწერილობა (კვლევის მიზანი, ეტაპები, შედეგი) 25 ივნისამდე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: trainingcenter@justice.gov.ge.

კანდიდატები, რომელთა კვლევის იდეა მოწონებულ იქნება, გაივლიან გასაუბრებას, რომლის მეშვეობითაც შერჩეული 10 სტუდენტი 2 თვის განმავლობაში დასაქმდება იუსტიციის სასწავლო ცენტრში და მიიღებს ჰონორარს (თვიური ანაზღაურება 300 ლარი).

ბანერები