ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ინკლუზიური განათლების საზაფხულო სკოლა

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 20 ივნისს ინკლუზიური განათლების საზაფხულო სკოლა გაიხსნება. უკვე მეორე წელია, რაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი განათლების და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ინკლუზიურ საზაფხულო სკოლას ატარებს. სკოლის ადმინისტრირებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ფაკულტეტი ახორციელებს.

საზაფხულო სკოლის კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატები. ლექციები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 20 ივნისიდან 9 ივლისამდე ჩატარდება და ორ მოდულს მოიცავს: ”ინკლუზიური განათლება და საკლასო პრაქტიკა” და ”კლასში რთული ქცევის მართვის სტრატეგიები - ქცევის გამოყენებითი ანალიზი“.

ბანერები