ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ინგლისურის სწავლების ახალი მეთოდი

ღონისძიებები

5 ივნისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (G106 აუდიტორია) გაიმართება ბრიტანეთის საბჭოს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის პროექტის პრეზენტაცია. ღონისძიებას დაესწრებიან დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის სამეფოს ელჩის მოადგილე საქართველოში მ.ა. დუგლას მაკმილანი და უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. გიგი თევზაძე.
 
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ენის შესწავლა სავალდებულოა ბაკალავრიატის ყველა სტუდენტისათვის. ახალი სასწავლო წლიდან კი ინგლისური ენის სავალდებულო კურსების სწავლებას ჩვენს უნივერსიტეტში ბრიტანეთის საბჭო განახორციელებს. ბრიტანეთის საბჭო მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში ინგლისური ენის სწავლებისა და ბრიტანეთის კულტურის პოპულარიზაციის ლიდერი ორგანიზაციაა.
 
ასეთი თანამშრომლობა სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებას და სწავლების მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს.

ბანერები