ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ინგლისური ენის შესწავლის კურსი

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობით გთავაზობთ დისტანციური სწავლების მეთოდით პრაქტიკული – სამუშაო ბიზნესინგლისური ენის ფლობის ხარისხის გაუმჯობესებას.

კურსის სახელწოდებაა: Learn English Select

კურსი არის პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ – სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის – ნაწილი და მას სრულად აფინანსებს ბრიტანეთის საბჭო.

კურსი განკუთვნილია ნებისმიერი ასაკის, ფაკულტეტისა თუ საფეხურის სტუდენტის, აკადემიური პერსონალისა და ადმინისტრაციის თანამშრომლისთვის.

შემოთავაზებული კურსის უპირატესობებია:

  • დროის მოქნილი გრაფიკი, რომელიც სრულად არის მორგებული კურსის მონაწილის ინტერესებზე. ბენეფიციარი საკუთარი სურვილისამებრ გეგმავს და ირჩევს სწავლების დროს;

  • სწავლების დისტანციური მეთოდი;

  • ენის პრაქტიკულ გამოყენებაზე ორიენტირებულობა, რაც მიიღწევა ბრიტანეთის საბჭოს მიერ შემუშავებული პრაქტიკული სავარჯიშოებით, რომლებიც ერთდროულად ავითარებენ გრამატიკულ ცოდნას, სიტყვათა მარაგს, გამოთქმასა და სამუშაო გარემოში საჭირო სხვადასხვა პრაქტიკულ უნარ-ჩვევას.

კურსის დასრულების შემდგომ ბენეფიციარები შეძლებენ:

  • დაამყარონ ეფექტური კომუნიკაცია სხვადასხვა ბიზნესგარემოსა და სიტუაციაში, შეხვედრების, პირადი კომუნიკაციისა და პრეზენტაციების ჩათვლით. 

  • გააკეთონ განაცხადი სასურველი სამსახურის მისაღებად და წარმატებით წარმოაჩინონ საკუთარი თავი გასაუბრებაზე. 

  • ისაუბრონ სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან ნებისმიერ საქმიან საკითხზე. 

  • დააგროვონ და გაამრავალფეროვნონ სიტყვათა მარაგი, რომელსაც გამოიყენებენ ყოველდღიურ სამუშაო გარემოში.

კურსის საფეხურები და ხანგრძლივობა:

კურსი შედგება 6 ინტერაქციული საფეხურისგან:

Learn English Select Beginner 
Learn English Select Elementary 
Learn English Select Pre-Intermediate 1 
Learn English Select Pre-Intermediate 2 
Learn English Select Intermediate 
Learn English Select Upper-Intermediate

  • თითოეული საფეხური შედგება 40 ინდივიდუალური გაკვეთილისგან. 

  • სწავლების პერიოდი: 5 დეკემბერი- 31 მარტი 

  • კურსი შედგენილია რეალური ცხოვრებისეული სიტუაციების მიხედვით და გთავაზობთ ნამდვილი სამუშაო ბიზნესგარემოს სიმულაციას.

მთელი კურსი შემუშავებული და დაგეგმილია თავად ბრიტანეთის საბჭოს მიერ ბრიტანეთის საბჭოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

რეგისტრაციისთვის აუცილებელია:

  • ინგლისური ენის ცოდნა სულ მცირე A1 საფეხურიდან.* 

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრონული ფოსტის მოქმედი მისამართი (@iliauni.edu.ge). 

შენიშვნა!

ინგლისური ენის სწავლების აღნიშნული კურსი (Learn English Select) აკადემიური სწავლებისგან მთლიანად დამოუკიდებელია და დამატებითი ხასიათისაა, რაც გამორიცხავს კურსის გავლისას კრედიტის მიღებას.

კურსი სრულიად უფასოა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ქვემოთ მითითებული ბმულის მეშვეობით: https://forms.gle/ApjzriyoRfoGowEY7 

რეგისტრირებულთა რაოდენობა შეზღუდულია და უპირატესობა მიენიჭება კურსზე დარეგისტრირებულ პირველ 50 კანდიდატს!

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 13 ნოემბერი.

შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ: zoomout@iliauni.edu.ge 

*პროგრამაში მონაწილეებს ბრიტანეთის საბჭო ჩაუტარებს სპეციალურ ტესტირებას ენობრივი დონის დასადგენად, რის შემდეგაც მონაწილეები შესაბამის ენობრივ ჯგუფებში განაწილდებიან.

ბანერები