ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ინგლისური ენის სასწავლო ცენტრის პრეზენტაცია

ღონისძიებები

21 დეკემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის,  A101 აუდიტორიაში გაიმართება ბრიტანეთის საბჭოს ინგლისური ენის სასწავლო ცენტრის სიახლეების პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე განხილული იქნება საერთაშორისო გამოცდები და  რაც მთავარია  საუბარი იქნება საუნივერსიტეტო ონლაინ კონკურსის შესახებ, რომლის გამარჯვებული პრიზს მიიღებს.

პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ბრიტანეთის საბჭოს ინგლისური ენის სასწავლო ცენტრის ახალი შემოთავაზება სპეციალურად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, რომლის მიხედვითაც, მათ ვინც  ჩაეწერება ნებისმიერი სამუშაო დღის 15:00 საათიან ჯგუფებში, შეუძლიათ ისარგებლონ 10%-იანი ფასდაკლებით.

ზამთრის სესიებისთვის რეგისტრაცია განხორციელდება 2012 წლის 10 დეკემბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით, მეცადინეობები დაიწყება 2013 წლის 14 იანვრიდან.

სათანადო კურსის შესარჩევად საჭიროა მსურველებმა გაიარონ წინასწარი ტესტირება, რომელიც გამოავლენს ინგლისური ენის ცოდნის დონეს, რის მიხედვითაც შერჩეული იქნება ოპტიმალური სასწავლო კურსი.

დეტალური ინფორმაციისთვის მობრძანდით პრეზენტაციაზე  და ან  იხილეთ: ვებ-გვერდი

ბანერები