ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ინგლისური ენის მასწავლებელთა კონფერენცია

ღონისძიებები

29 - 30 იანვარს, 8:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, ავსტრიული ბიბლიოთეკა, H 105 აუდიტორია) გაიმართება ინგლისური ენის მასწავლებელთა ყოველწლიური კონფერენცია. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ არაბეთის TESOL - ისა და საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები. სხვადასხვა უნივერსიტეტების ქართველი და უცხოელი პროფესორები განიხილავენ ენის ცოდნის, წერა–კითხვის შეფასების ალტერნატიულ მეთოდებსა და ალტერნატიული შეფასების ეფექტურ სტრატეგიებს.

აღნიშნული კონფერენცია ტარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და არასამთავრობო ორგანიზაციის „ცენტრი ინგლისური ენის წარმატებული სწავლებისთვის“ (CETE/TESOL) ერთობლივი ორგანიზებით და ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ინგლისური ენის ცენტრის მასწავლებელთა მხარდაჭერით.

ბანერები