ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ინგებორგ ბახმანის „მალინა“ – პრეზენტაცია ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში

ღონისძიებები

20 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და „ქარჩაძის“ გამომცემლობა გეპატიჟებათ ინგებორგ ბახმანის რომანის „მალინა“ ქართული თარგმანის პრეზენტაციაზე.

„მალინა“ – ინგებორგ ბახმანის ერთადერთი რომანი – არის შელოცვა, აღსარება, დიდი ვნება. ეს წიგნი ჰყვება, თუ რას ნიშნავს კონფლიქტი საკუთარ დროსთან, საკუთარ სიყვარულსა და საკუთარ თავთან. ეს არის დიდი პოეტის მიერ შექმნილი ცეცხლოვანი ტექსტი, რომელიც ყოველი ადამიანის ყველა განსაცდელისა და მეოცე საუკუნის ყველა კატასტროფის შესახებ მოგვითხრობს.

„ინგებორგ ბახმანი არის ყველაზე გონიერი და მნიშვნელოვანი პოეტი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ ამ საუკუნეში შვა.“

თომას ბერნჰარდი

წიგნს მთარგმნელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ანა კორძაია-სამადაშვილი და მთარგმნელი მაია ბადრიძე წარადგენენ.

დრო: 20 დეკემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია. 

ბანერები