ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ინფორმაციის მენეჯმენტის პროგრამის პრეზენტაცია

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაგისტრატურაში სწავლით დაინტერესებულ ყველა პირს, გიწვევთ "ინფორმაციის მენეჯმენტის" სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაციაზე. პროგრამა შეიქმნა TEMPUS-ის ფარგლებში, რობერტ გორდონის (აბერდინი, დიდი ბრიტანეთი), მიდლსექსის (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი), პარმას (იტალია) და ბარსელონას (ესპანეთი) უნივერსიტეტების პარტნიორობითა და საქართველოს წამყვანი სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერით. პროგრამა ითვალისწინებს საუკეთესო 10 სტუდენტის სწავლის დაფინანსებას.

პრეზენტაცია ჩატარდება ოთხშაბათს 5 მაისს 17 საათზე, 101 აუდიტორია, ჭავჭავაძის 32-ში.

შეხვედრაზე შესაძლებლობა გექნებათ გაეცნოთ "ინფორმაციის მენეჯმენტის" პროგრამის სტრუქტურას, პრიორიტეტებს, განხორციელების გზებს, ასევე დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები.

ბანერები