ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ინფექციების ქიმიოთერაპია - საჯარო ლექცია

ღონისძიებები

7 ნოემბერს, 16:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 106 - ე საკონფერენციო დარბაზში (G კორპუსი, გ. წერეთლის2) გლაზგოს უნივერსიტეტის პროფესორი ჰარი დე კონინგი გამართავს ლექციას "ინფექციების ქიმიოთერაპია: პრინციპები, მოქმედების გზები და რეზისტენტობის მიზეზები".

ინფექციურ დაავადებებს ადამიანებში და ცხოველებში სხვადასხვა მედიკამენტებით მკურნალობენ. ხშირად, წამლები დაფუძნებულია ნივთიერებებზე, რომლებიც გამოყოფილია სხვა მიკროორგანიზმებიდან (მრავალი ანტიბიოტიკი), ზღვის ორგანიზმებიდან, მცენარეებიდან ან სხვა ბუნებრივი წყაროებიდან, მაგრამ ახლა იწარმოება ან სინთეზდება სუფთა სახითა და ხარისხის კონტროლის საშუალებით. ამგვარი მედიკამენტებით ინფექციების ან სიმსივნური დაავადებების მკურნალობას ქიმიოთერაპია ეწოდება, დაუმუშავებელი მცენარეული ექსტრაქტებით მკურნალობის საპირისპიროდ. ამ შემთხვევებში აქტიური კომპონენტი ცნობილია და მრავალ შემთხვევაში ისიც გარკვეულია, თუ როგორ მოქმედებს წამალი სამიზნე უჯრედებზე;  ორგანიზმში შეჭრილი მიკროორგანიზმებისა თუ სიმსივნური უჯრედების განადგურებას იწვევს თუ მათ გამრავლებას აფერხებს.


ლექცია შეეხება ქიმიოთერაპიის მთავარ საფუძვლებს, ახალი მედიკამენტების შექმნის თვალსაზრისით. მოყვანილი იქნება მაგალითები როგორც ლექტორის გამოცდილებიდან, ისე ისტორიული პერსპექტივიდან. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა წამლის ტრანსპორტირების როლს: სატრანსპორტო ცილებს როგორც მასპინძელი, ისე სამიზნე უჯრედების მემბრანებში, რომლებიც პასუხისმგებელი არიან წამლების გავრცელებასა და გამოყოფაზე და, შესაბამისად, მეტაბოლიზმზე.  სწორედ სატრანსპორტო ცილების ექსპრესიასა და სელექტიურობაში ცვლილებები წარმოადგენს ანტი-ინფექციური აგენტებისადმი რეზისტენტობის მთავარ ფაქტორს.

ბანერები