ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ პრე-აქსელერატორი

ღონისძიებები

Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ პრეაქსელერატორი განახლებული ფორმატით იწყება. 12-კვირიანი პროგრამა მიზნად ისახავს ადრეულ ეტაპზე მყოფი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადრეულ საფეხურზე მყოფ სტარტაპებს, რომლებიც ქმნიან ან ეფუძნებიან ტექნოლოგიებს და მზად აქვთ პირველადი პროტოტიპი (MVP) ან ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა მის შესაქმელად.

პრეაქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაწყებულია და გაგრძელდება 18 სექტემბრის ჩათვლით. განაცხადის შესავსებად გადადით ბმულზე: https://bit.ly/3QIcWbT.

13 სექტემბერს, 16:00 საათზე, ონლაინ გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა, რომელზეც დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა გაიგონ დეტალები პროგრამის შესახებ, გაიცნონ ორგანიზატორები და დასვან პროგრამასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვა: https://fb.me/e/24U4GOSlL

პრეაქსელერატორი ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში (ონლაინ და ოფლაინშეხვედრები), გაგრძელდება 12 კვირა (ოქტომბერი-დეკემბერი 2022) და შედგება შემდეგი ძირითადი კომპონენტებისგან:

  1. 3 ინტენსიური ბუტკემპი (2 ქალაქგარეთ, 1 თბილისში);
  2. ინდივიდუალური შეხვედრები მენტორთან (კვირაში 1 დღე, 1 საათი);
  3. ნეთვორქინგი – P2P შეხვედრები, გამოცდილების გაზიარება, მოწვეული სპიკერები, Stand-up-ები;
  4. იმფაქთჰაბის საერთო სამუშაო სივრცით სარგებლობა (მოთხოვნის შესაბამისად);
  5. დემო დღე – მონაწილე სტარტაპები წარდგებიან ინვესტორების წინაშე და საშუალება ექნებათ მოიპოვონ ინვესტიცია სტარტაპის განვითარების და გაფართოების მიზნით.

პროგრამის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ: https://preacceleration.com

 2022 წელი

ბანერები