ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნისა და სკოლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება

ღონისძიებები

24 ნოემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და 40 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლას შორის.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის დადგენილებით, ძალაში შევიდა „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის“ სქემა, რომელშიც ჩამოყალიბებულია მასწავლებლის საუნივერსიტეტო მომზადების ახალი კონცეფცია, რომლის ძირითადი მიზანია პრაქტიკაზე ორიენტირებული კადრების მომზადება მასწავლებლის პროფესიისათვის. სასკოლო ცხოვრების ყველა სფეროს გაცნობის საშუალებით უნდა დამყარდეს მჭიდრო კავშირი საუნივერსიტეტო განათლების თეორიულ ნაწილსა და სასკოლო ცხოვრების პრაქტიკულ ნაწილს შორის, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტს, მოახდინოს თეორიული ცოდნის ტრანსფერი რეალურ სასწავლო გარემოში. აღნიშნული მიზნის მიღწევა კი შესაძლებელია მხოლოდ უნივერსიტეტსა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს შორის მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობით.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სკოლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება სქემის მოთხოვნებიდან გამომდინარეობს და მასწავლებლის მომზადების პროგრამების შეუფერხებლად განხორციელებისკენ არის მიმართული.

დრო: 24 ნოემბერი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. #1)

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები