ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნისა და „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ერთობლივი კრეათონი

ღონისძიებები

23 ოქტომბერს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება ილიაუნისა და სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ერთობლივი კრეათონი, რომელზეც ილიაუნის სტუდენტებს საშუალება ექნებათ, კრეათონის ფარგლებში დასმულ ამოცანებზე წარმოადგინონ ინოვაციური და კრეატიული იდეები.

კრეათონი ჰაკათონის პრინციპის კონკურსია, რომლის მთავარი მიზანი ინოვაციური, კრეატიული იდეების და პირველადი პროტოტიპების შემუშავებაა მოკლე დროში.

ღონისძიების ბოლოს მოეწყობა ყველა გუნდის ნამუშევრების პრეზენტაცია სხვა მონაწილეებისა და სპეციალური ჟიურის წინაშე. პრეზენტაციაზე გუნდებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია:

  • გუნდის წევრები და სახელი;
  • დასმული ამოცანის შესატყვისი იდეა;
  • იდეის განხორციელების გზები;
  • იდეის განხორციელების სავარაუდო შედეგები.

მონაწილეები რეგისტრირდებიან ინდივიდუალურად. გუნდების ფორმირება მოხდება ადგილზე, ღონისძიების ფარგლებში.

იდეები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  • იდეის ინოვაციურობა;
  • რამდენად რეალური და განხორციელებადია იდეა;
  • იდეის მაშტაბურობა.

კომპეტენტური ჟიური გამოავლენს და პრიზებით დააჯილდოებს 3 გამარჯვებულ გუნდს.

კრეათონში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://goo.gl/forms/QN4DBOhAFXQFJskg1

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები