ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის ხალხური მუსიკის სტუდენტური გუნდის კონცერტი

ღონისძიებები

12 თებერვალს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში გაიმართება ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდის მე-16 საანგარიშო კონცერტი. 

გუნდი 2012 წელს ჩამოყალიბდა. მას შემდეგ გაზაფხულის და შემოდგომის სემეტრებში მართავს საანგარიშო კონცერტებს ყოველთვის ახალი რეპერტუარით. გუნდის შემადგენლობა ყოველ სემესტში ახლდება, ამიტომ კონცერტებში უკვე 150-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. რეპერტუარშია ქართული ხალხური და ქალაქური სიმღერები, ასევე სრულდება საგალობლის, დასაკრავის და უცხოური ფოლკლორის ნიმუშები.

გუნდის ხელმძღვანელია ეთნომუსიკოლოგი, პროფესორი თამაზ გაბისონია.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის მაისში ილიაუნის სტუდენტურმა გუნდმა რესპუბლიკურ საგუნდო კონკურსზე ორი პირველი ადგილი (სიმღერისა და საგალობლის ნომინაციებში) და ოქროს და ვერცხლის მედლები აიღო.

გელით!

დრო: 12 თებერვალი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები