ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის ტუტორიუმის პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება

ღონისძიებები

19 აპრილს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ილიაუნის ტუტორიუმის პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება. ღონისძიების ფარგლებში, 2015-2016 აკადემიურ წელს ჩართულ ტუტორებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

ღონისძიების ორგანიზატორია ფონდი „Alpe“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული თბილისის ახალგაზრდული ცენტრი, რომელიც ახორციელებს შემდეგ პროექტებს:

  • „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა (PİTA)“ - საქართველოს გაეროს ასოციაციასთან (UNAG), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით;
  • ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ პროექტი „ინტეგრაციის ხელშეწყობა და ტოლერანტული გარემოს გაძლიერება სტუდენტ ახალგაზრდებში“.

ტუტორიუმი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არაფორმალური განათლების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, მაღალკურსელი სტუდენტები, ტუტორები, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო (4+1) პროგრამის არაქართულენოვან სტუდენტებს, აკადემიურ, საუნივერსიტეტო თუ სამოქალაქო სივრცეში ორიენტაციასა და პრაქტიკული დავალებების მომზადებაში ეხმარებიან.

დრო: 19 აპრილი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ილია ჭავჭავაძის გამზირი #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები