ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის თეატრი თბილისის ფესტივალზე

ღონისძიებები

ილიაუნის თეატრი, 17 სექტემბერს, 17:00 საათზე, თბილისის საერთაშორისო ფესტივალის ქართული პროგრამის ფარგლებში წარმოადგენს სპექტაკლს ”სიზმრები სინანულისანი”, რომელიც მიხაილ ბულგაკოვის ცნობილი პიესის ”ივან ვასილის-ძის” მიხედვით დაიდგა.

”სიზმრები სინანულისანი” კომედიაა. მთავარი გმირი, გამომგონებელი მიხეილ გორგაძე, დროის მანქანას ქმნის, რომლის მეშვეობითაც სახლმმართველი დავით ყივჩაშვილი და ქურდი ზაალ ციციშვილი შემთხვევით მეთორმეტე საუკუნის დასაწყისის საქართველოში ხვდებიან, ხოლო საქართველოს მეფე დავით IV აღმაშენებელი  თანამედროვე და ჩვენთვის კარგად ნაცნობ თბილისში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სახლში ამოჰყოფს თავს...
სპექტაკლში ცნობილი მსახიობების გვერდი-გვერდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები თამაშობენ.

სპექტაკლის პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ აქ - http://www.iliauni.edu.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=730&info_id=6980
 
დასწრება თავისუფალია. სპექტაკლი გაიმართება ინგლისური სუბტიტრებით.

ბანერები