ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის თეატრი სტუდენტური ცხოვრების კვირეულის ფარგლებში წარმოადგენს სადიპლომო სპექტაკლს „თარგმანები“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით 10-დან 16 დეკემბრის ჩათვლით სტუდენტური ცხოვრების კვირეული გაიმართება.

ილიაუნის თეატრი სტუდენტური ცხოვრების კვირეულის ფარგლებში 15 დეკემბერს, 20:00 საათზე, წარმოადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების პროგრამის სადიპლომო სპექტაკლს „თარგმანები“.
წარმოდგენაზე დასწრებას უფასოდ შეძლებს ილიაუნის 100 სტუდენტი, რომლებიც პირველად დარეგისტრირდებიან.

სპექტაკლში მოქმედება ვითარდება 1833 წელს ირლანდიის პატარა დასახლება ბეილი ბეგიში, სადაც ღარიბთა სკოლას, რომელშიც ირლანდიულად, ლათინურად და ბერძნულად სწავლობენ, მალე ბრიტანული განათლების სისტემის ინგლისურენოვანი სკოლა ჩაანაცვლებს. ირლანდიური ტოპონიმების ლიტერატურულ, დახვეწილ ინგლისურზე გადასათარგმნად ირლანდიაში სამხედრო ინჟინრები ჩამოდიან. ქვეყანაში, რომელმაც საკუთარი ენის შესანარჩუნებლად მრავალი ქარტეხილი გამოიარა, ირლანდიის „გადათარგმნის“ დრამატული ამბავი განსაკუთრებული სიმძაფრეს იძენს.

სპექტაკლის ხანგრძლივობა ანტრაქტის ჩათვლით 1 საათი და 45 წუთია.
სპექტაკლში ჟღერს ეზიო ბოსოს, სებასტიან ზავადსკის, ჯონათონ ლის მუსიკა და კონსტანტინე ეჯიბაშვილის მიერ ამ სპექტაკლისთვის შექმნილი მუსიკალური თემა.

პიესის მთარგმნელია დავით გაბუნია; რეჟისორი – ლუკა ინწკირველი; დადგმის ხელმძღვანელი – ვანო ხუციშვილი; მხატვარი – თეო კუხიანიძე; ტექნიკური რეჟისორი – ელენე გაბისონია.

პიესის ავტორი: ბრაიან ფრილი  


დრო: 15 დეკემბერი, 20:00 საათი.

ადგილმდებარეობა: ილია ჭავჭავაძის გამზირი N32, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, A კორპუსი (შიდა ეზო).

სპექტაკლზე დასწრება შეუძლიათ მხოლოდ ილიაუნის სტუდენტებს.

სპეკტაკლზე დასასწრებად მიჰყევით სარეგისტრაციო ბმულს: https://goo.gl/vXxooU.

ადგილები შეზღუდულია.

ბანერები