ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის შუა საუკუნეების კვლევების მაგისტრანტთა კონფერენცია

ღონისძიებები

27 ივნისს, 11:00 საათზე, ონლაინფორმატში გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შუა საუკუნეების კვლევების მაგისტრანტთა ყოველწლიური კონფერენცია.

ზუმის კონფერენციის ბმული - https://bit.ly/2VBuFYj 

Meeting ID: 618 470 6186
Password: 479314

კონფერენცია ეძღვნება ილიაუნის სტუდენტის, 2015 წლის 13 ივნისს ტრაგიკულად

დაღუპული ივლიტა ჯიბუტის ხსოვნას.

პ რ ო გ რ ა მ ა

  • დავით ოქროპირიძე
შუა საუკუნეების ქართულ წყაროში წმ. ნინოს უძველესი ხსენება და მისი მნიშვნელობის განსაზღვრა

  • თორნიკე გოგინაშვილი
რომისა და ქართლის ეკლესიის ურთიერთობის პოლიტიკურ-თეოლოგიური საფუძვლები VI საუკუნეში (გრიგოლ I და კირიონ I )

  • გიორგი ლომსაძე
იადგარის, გიორგი მთაწმინდელის „თვენისა“ და ანტონ კათოლიკოსის „სადღესასწაულოს“ ტიპოლოგიური მიმართებები
დისკუსია (10 წუთი)

  • ნინო ჩაჩანიძე
ქალაქ თბილისის სავაჭრო პოტენციალი (აბრეშუმის სავაჭრო გზები) X-XIII საუკუნეებში

  • ლილი ხმელიძე
დასავლური და აღმოსავლური გავლენა ქართულ სამოხელეო წყობაზე XI-XIII საუკუნეებში

  • დავით ტაბახმელაშვილი
კარდენახის საბაწმინდის მონასტრის საფლავის წარწერები

  • ნინო გაბაძე
ვანის მთავარანგელოზის ჩრდილოეთ ეკვდერში გამოსახული მთავარეპისკოპოსი ჩიჯავაძის იდენტიფიკაციისათვის

  • გიორგი კვაღნიძე
გორის ციხისთავი და მისი საგანმგებლო ტერიტორია (XV-XVI სს.)

  • გოდერძი ბოლქვაძე
სამცხის ათაბაგების ყვარყვარე II-ის და მზეჭაბუკის საეკლესიო პოლიტიკა

  • ნინო მეტრეველი
მარიამ დედოფალი, როგორც სახელმწიფო მოღვაწე და პოლიტიკური ფიგურა 

  •  გრიგოლ ფერაძე
ერეკლე II-ის ავტორობით ცნობილი წერილის შედარებითი ანალიზი
 
  • დიმიტრი ხახიშვილი 
განსაწმენდელი როგორც ადამიანის გამართლების იდეა შუა საუკუნეების ინტელექტუალებთან და დანტეს „ღვთაებრივ კომედიაში“ 

  • ფარიზ ბაირამოვი 
ესპანური ინკვიზიცია და სხვა აღმსარებლობები (იუდეველები და მუსლიმები) 

  • ანა ჭინჭარაული
შავი ჭირის პანდემია XIV–XVII საუკუნეების სამყაროში – ქართული მასალა
ბანერები