ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები 2024 წლის 15 იანვარს გაიმართება.

საარჩევნო პროცესის სრულყოფილად წარმართვის მიზნით, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან თანამშრომლობით და ამ უწყების კვალიფიციური სპეციალისტების მოწვევით/ჩართულობით დაკომპლექტდა უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის უმაღლესი საარჩევნო კომისია 9 წევრის შემადგენლობით.

21 დეკემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E208 აუდიტორიაში  სტუდენტური თვითმმართველობის უმაღლესი საარჩევნო კომისია გამართავს შეხვედრას საარჩევნო პროცესში მონაწილეობის მიღების მსურველ სტუდენტური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და დაინტერესებულ სტუდენტებთან საარჩევნო პროცესებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით.

შეხვედრას არაუმეტეს 2 წარმომადგენელი დაესწრება თითო ორგანიზაციიდან. 

წერილობითი კომუნიკაცია უნივერსიტეტის უმაღლეს საარჩევნო კომისიასთან შესაძლებელია მეილზე: elections2023@iliauni.edu.ge

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 21 დეკემბერი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E208 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

პატივისცემით,

უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის უმაღლესი საარჩევნო კომისია“

2023 წელი

ბანერები