ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის სტუდენტური პროექტების საგრანტო კონკურსი Nova Idea 2019

ღონისძიებები

სტუდენტური პროექტების საგრანტო კონკურსი Nova Idea 2019 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ინიციატივაა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა საკუთარი იდეები რეალობად აქციონ და ამისთვის საჭირო დაფინანსება უნივერსიტეტისგან მოიპოვონ.

იმისთვის, რომ წარმოდგენილი პროექტი საგრანტო კონკურსის საბჭომ განიხილოს

  • ქვემოთ ჩამოთვლილი სამი კატეგორიიდან ერთ-ერთში უნდა ხვდებოდეს: 
    • სეზონური გასვლითი საგანმანათლებლო-კულტურული ბანაკების/სკოლების ორგანიზება (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის);
    • ინოვაციური ტექნოლოგიური პროექტების განხორციელება
    • თემატიკა, რომელიც განათლებისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებს აერთიანებს 
  • პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 10 000 ლარს და უნდა იყოს გამართულად შედგენილი

საბჭო 
Nova Idea 2019-ის ფარგლებში შემოსულ სტუდენტურ პროექტებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და, თემატიკიდან გამომდინარე, სხვადასხვა დარგის მკვლევრებთან ერთად განიხილავს სპეციალურად საგრანტო კონკურსისთვის შექმნილი საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

  • საჯარო სპიკერი, ტრენერი, მენეჯმენტის სპეციალისტი ანდრო დგებუაძე 
  • ვისოლ ჯგუფის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე 
  • ბაზისბანკის გენერალური დირექტორი დავით ცაავა 
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე 
  • ჯეოლაბის რექტორი, ილიაუნის პროფესორი სანდრო ასათიანი
  • პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრას“ უფროსი პარტნიორი, ილიაუნის მოწვეული ლექტორი კახა მაღრაძე 
  • ილიაუნის ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის პროფესორი ნანა დიხამინჯია 
  • ილიაუნის პროფესორი ზურაბ გურიელიძე 
  • ევროპის ფსიქოტრავმის კვლევის საზოგადოების პრეზიდენტი, ფსიქოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ჯანა (დარეჯან) ჯავახიშვილი 
  • სცენარისტი ქეთი დევდარიანი
  • პოეტი რატი ამაღლობელი 
  • ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ გურჩიანი

ვის შეუძლია სტუდენტური პროექტების საგრანტო კონკურსში მონაწილეობა? 
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აქტიური სტატუსის მქონე საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტს ან სტუდენტთა ჯგუფს (არაუმეტეს 4 სტუდენტის შემადგენლობით).

კონკურსში მონაწილეობისა და პროექტების განხილვის ვადები 
ილიაუნის სტუდენტური პროექტების დაფინანსების საგრანტო კონკურსი Nova Idea 2019 სტარტს ამა წლის 21 იანვრიდან აიღებს. ეს ნიშნავს, რომ 21 იანვრიდან შეძლებთ პროექტების გადმოგზავნას. 
პროექტის გადმოგზავნიდან 30 დღეში გეცნობებათ საბჭოს გადაწყვეტილება.


როგორ გავხდე კონკურსის Nova Idea 2019 მონაწილე?
იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღო პროექტების დაფინანსების საგრანტო კონკურსში Nova Idea 2019, საჭიროა შეავსო: 

  • ელექტრონული აპლიკაცია 
    • აპლიკაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/2Hw512z 
  • საპროექტო განაცხადის ფორმა 
    • საპროექტო განაცხადი ხელმისაწვდომია ბმულზე.

გაითვალისწინეთ, რომ
• აპლიკაციის შევსება შესაძლებელია მხოლოდ ილიაუნის კორპორატიული ელექტრონული მისამართიდან (@iliauni.edu.ge)

კონსულტაცია
ილიაუნის სტუდენტური პროექტების დაფინანსების საგრანტო კონკურსში Nova Idea 2019 მონაწილეობის მსურველებს შეეძლებათ წინასწარი დაჯავშნის პრინციპით მიიღონ კონსულტაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან.

კონსულტაციის დასაჯავშნად მიჰყევით ბმულს: http://bit.do/eFSf9

 


 

საკონტაქტო ინფორმაცია
✉ pr@iliauni.edu.ge 
☏ (+995 32) 222 00 09 (352)

ბანერები