ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრის პრეზენტაცია

ღონისძიებები

25 თებერვალს, 19:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ჯანა ჯავახიშვილი და ნინო მახაშვილი ილიაუნის სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრის პრეზენტაციას გამართავენ.

ცენტრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაზაფხულიდან ამოქმედდება და სტუდენტებს ფსიქოლოგიური პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება. მომსახურება იქნება უფასო.

ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრი იმუშავებს ილიაუნის E კორპუსის 122-ე ოთახში, ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურსცენტრის ბაზაზე.

ცენტრი იმუშავებს შემდეგი განრიგით

სამშაბათი: 14:00-17:00; 18:00-21:00 სთ.

ხუთშაბათი: 14:00-17:00; 18:00-21:00 სთ.

საკონსულტაციო ცენტრში სტუდენტებს მოემსახურებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამების, მათ შორის ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამის, კურსდამთავრებული პროფესიონალები უახლესი მტკიცებულებითი მეთოდების გამოყენებით, რეგულარული სუპერვიზიის თანხლებით.

საკონსულტაციო ცენტრს შეუძლია მიმართოს ნებისმიერმა სტუდენტმა, რომელსაც ესაჭიროება დახმარება და მხარდაჭერა ისეთ გავრცელებულ ფსიქოსოციალურ პრობლემებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: შფოთვა, დაქვეითებული გუნება-განწყობილება, სხვადასხვა შიში, ურთიერთობის პრობლემები, სტრესის შედეგად განვითარებული მდგომარეობა და ა. შ.

სურვილის შემთხვევაში კონსულტაცია ანონიმურია.

საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დარეკოთ:

სამშაბათსა და ხუთშაბათს, 14:00-დან 21:00 საათამდე, ნომერზე 2-22-00-09, შიდა ნომერი: 580, და წინასწარ ჩაეწეროთ მიღებაზე.

კონსულტაციაზე თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.


 დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით:

ჯანა ჯავახიშვილი – darejan.javakhishvili@iliauni.edu.ge

ნინო მახაშვილი – nino.makhashvili.1@iliauni.edu.ge

დრო: 25 თებერვალი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32)

დასწრება თავისუფალია.

ბანერები