ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის სტუდენტების წარმოდგენა საქართველოს კონსტიტუციაზე - კვლევის შედეგების პრეზენტაცია

ღონისძიებები

14 ივნისს, სამშაბათს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის D 510 აუდიტორიაში გაიმართება ილიაუნის სოციალური კვლევის ლაბორატორიისა და სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ერთობლივი კვლევის შედეგების პრეზენტაცია. კვლევა ეხებოდა საქართველოს კონსტიტუციაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების წარმოდგენას.

აღნიშნულ პრეზენტაციაზე მომხსენებელი იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ანა ჟვანია.

დრო: 14 ივნისი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობა: D 510 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. №32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები