ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის სტიპენდიატების დაჯილდოება

ღონისძიებები

26 ოქტომბერს, 14:00 საათზე, დაჯილდოვდებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფიზიკის მიმართულებისა და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დაწყებითი სკოლის პედაგოგიკისა და სკოლამდელი აღზრდის პროგრამის ის პირველკურსელები, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები ან/და გაიმარჯვეს ილიაუნის მომავალ ფიზიკოსთა ოლიმპიადაში.

სტიპენდიატებს წარმატებას მიულოცავს უნივერსიტეტის რექტორი, გიგა ზედანია, ფაკულტეტების დეკანები და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. სტუდენტები გაეცნობიან სტიპენდიით სარგებლობის პირობებს.

ილიაუნის სტიპენდიატებს, სიგელებთან ერთად, გადაეცემათ საჩუქრები. შეხვედრის შემდეგ გაიმართება ფურშეტი.

2015 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა დააწესა ორი კატეგორიის (1200 და 600 ლარიანი) სასტიპენდიო ვაუჩერები საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფიზიკის მიმართულებასა და დაწყებითი სკოლის პედაგოგიკისა და სკოლამდელი აღზრდის პროგრამის წარმატებული აბიტურიენტებისათვის. სასტიპენდიო ფონდმა შეადგინა 45000 ლარი. ილიაუნი 2016 წელსაც დააწესებს სტიპენდიებს წარმატებული აბიტურიენტებისთვის.

დრო: 26 ოქტომბერი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია, (გ. წერეთლის ქ. №1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები