ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის STEM ღია კარის დღეები აბიტურიენტებისთვის მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში

ღონისძიებები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, 10-17 ნოემბერს გაიმართება მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული - საქართველო 2015.

კვირეულის ფარგლებში, 10 -17 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება STEM ღია კარის დღეები აბიტურიენტებისთვის.

ღია კარის დღეზე თქვენ გელოდებათ საინტერესო შემეცნებითი პროგრამა, რომელიც მომავალი პროფესიის არჩევაში დაგეხმარებათ. გადმოგეცემათ ილიაუნის სიმბოლიკიანი სუვენირები.

ღია კარის დღეზე დასწრების მსურველებმა უნდა შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 7 ნოემბრისა.

STEM ღია კარის დღის განრიგი

  • მისალმება, სასწავლო ტურის პროგრამის გაცნობა; 
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მისი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის პრეზენტაცია; 
  • ვიზიტი ილიაუნის ლაბორატორიებში (ილიაუნის G კორპუსი);
  •  ვიზიტი ფაბლაბში (ილიაუნის S კორპუსი);
  • ვიზიტი გეიმლაბში (ილიაუნის H კორპუსი);
  • ილიაუნის აუდიტორიების, ბიბლიოთეკის, უნიფუდის გაცნობა.

ღია კარის დღეზე დასწრების რეგისტრირებულ მსურველებს დავუკავშირდებით და შევატყობინებთ ღია კარის დღის ჩატარების დროს და დეტალებს.

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები