ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის საზაფხულო სკოლა ევროპელი სტუდენტებისათვის

ღონისძიებები

26 აგვისტოს, 18.00 საათზე, ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე შედგება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის „სამხრეთი კავკასია: კულტურა, საზოგადოება,პოლიტიკა” საზეიმო გახსნა.
 
უკვე მესამე წელია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი  გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის მხარდაჭერით ატარებს  საზაფხულო სკოლას „სამხრეთი კავკასია: კულტურა, საზოგადოება, პოლიტიკა“. 26 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს 20 გერმანელ სტუდენტსა და 2 გერმანელ პროფესორს, ესენი არიან პოლიტიკის მეცნიერებების და კულტურული გეოგრაფიის ცნობილი სპეციალისტები დოქტ. უვე ჰალბახი (ბერლინი) და პროფ. იორგ შტადელბაუერი (ფრაიბურგის ალბერტ-ლუდვიგის უნივერსიტეტი). გერმანელი სტუდენტები არიან ძირითადად პოლიტიკის მეცნიერების, კულტურის კვლევების, მედიისა და კავკასიოლოგიის სფეროებიდან.  წელს მონაწილეობაზე განცხადება გერმანიიდან შემოიტანა დაახლოებით 60-მა მსურველმა.
 
თავდაპირველად DAAD აფინანსებდა 15 სტუდენტს, საზაფხულო სკოლის განსაკუთრებული პოპულარობის გამო პროგრამას კიდევ 5 სტიპენდია დაემატა.
 
მსურველთა რიცხვითა და კონკურსით DAAD-ს საზაფხულო სკოლებს შორის ჩვენი სკოლა პირველ ადგილზეა, რაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ვიზიტისას გვაცნობა დოქტ. ჰილერმა, DAAD-ის სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალურმა ხელმძღვანელმა და თანამშრომლობის გაფართოება შემოგვთავაზა.
 
გახსნას დაესწრებიან როგორც გერმანიის საელჩოს, ასევე სკოლაში ჩართული ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ბანერები