ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულების კურსდამთავრებულთა სადიპლომო პროექტების გამოფენა

ღონისძიებები

27 ივლისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში იხსნება ამავე უნივერსიტეტის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულების საბაკალავრო პროგრამის პირველ კურსდამთავრებულთა სადიპლომო პროექტების გამოფენა.

2016 წლის კურსდამთავრებულებმა შეასრულეს სადიპლომო პროექტები „დრო“ და „მითოსი“. თითოეულ პროექტში სხვადასხვა მოდულის კურსდამთავრებულებია გაერთიანებული. შედეგად მივიღეთ სხვადასხვა მასალითა და ტექნიკით შესრულებული მრავალდარგობრივი ნამუშევრები, რომელთაც ერთიანი კონცეფცია აერთიანებს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პროგრამის სადიპლომო პროექტების დაცვის კონცეფცია უპრეცედენტოა ევროპულ და პოსტსაბჭოთა საგანმანათლებლო სივრცეში. სახელდობრ, სხვადასხვა დარგობრივი მოდულის წარმომადგენლები ერთიანდებიან ჯგუფებად, ირჩევენ პროექტის თემას, მუშაობენ კონცეფციაზე და დიპლომის ხელმძღვანელების ზედამხედველობით ქმნიან ამ კონცეფციის შესაბამის ერთობლივ პროექტს. ასეთი გაერთიანება ხელს უწყობს სხვადასხვა სახელოვნებო დარგის წარმომადგენელთა ურთიერთთანამშრომლობას, ავითარებს გუნდური მუშაობის, სხვათა იდეების გაზიარების, კრიტიკისა და თვითკრიტიკის უნარებს. ამასთან ერთობლივ პროექტზე მუშაობა უკეთ წარმოაჩენს თითოეული დიპლომანტის ინდივიდუალურ დარგობრივ და კრეატიულ უნარებს.

დრო: 27 ივლისი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები