ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის საუნივერსიტეტო ცხოვრების ფორუმი

ღონისძიებები

28 სექტემბერს, 11:00-დან 18:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 202 აუდიტორიაში გაიმართება 2015 წლის საუნივერსიტეტო ცხოვრების ფორუმი, სადაც წარმოდგენილი იქნება ილიაუნის ყველა სტუდენტური კლუბი; ასევე, ცალკეულისამსახურები:

სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი, ლიგამუსი, ილიაუნის ბიბლიოთეკა, ილიაუნის თეატრი, FABLAB Iliauni - მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია, GAMELAB Iliauni -კომპიუტერული თამაშების ლაბორატორია, მეცნიერების პოპულარიზაციისპროექტები, ბიზნესინკუბატორი, ილიაუნის სპორტის სამსახური, ბავშვის განვითარების ინსტიტუტი, განვითარების სამსახური, საგარეო ურთიერთობების სამსახური.

ილიაუნის საგარეო ურთიერთობების სამსახური მოგაწვდით უახლეს ინფორმაციას გაცვლითი პროგრამებისა და სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელების შესაძლებლობებზე.

ღონისძიებას გახსნის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი გიგა ზედანია.

ფორუმზე საშუალება გექნებათ, დაესწროთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბებისა და სამსახურების პრეზენტაციებს. ასევე, გაიაროთ კონსულტაციები თქვენთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით.

გთავაზობთ ფორუმზე წარმოდგენილი სამსახურებისა და სტუდენტური კლუბების პრეზენტაციების განრიგს:

ამსახურები

11:30 სთ. – ილიაუნის წიგნის სახლი ”ლიგამუსი”
11:45 სთ. - ილიაუნის ბიბლიოთეკა
12:00 სთ. - ილიაუნის საგარეო ურთიერთობების სამსახური
12:15 სთ. - ილიაუნის განვითარების სამსახური
12:30 სთ. – FABLAB Iliauni - მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია
12:45 სთ. - GAMELAB Iliauni - კომპიუტერული თამაშების ლაბორატორია
13:00 სთ. - ილიაუნის თეატრი
13:15 სთ. - ილიაუნის სპორტის სამსახური
13:30 სთ. - მეცნიერების პოპულარიზაციის პროექტები
13:45 სთ. - ილიაუნის ბიზნესინკუბატორი

სტუდენტური კლუბები

14:00 სთ. - CMC (Creative Mind Center)
14:15 სთ. - ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური კლუბი
14:30 სთ. - ილიაუნის მენეჯერთა კლუბი
14:45 სთ. - ილიაუნის ფსიქოლოგთა კლუბი
15:00 სთ. - FESC მომავალ ეკონომისტთა კლუბი
15:15 სთ. - ილიაუნის სტუდენტი ჟურნალისტების ლიგა
15:30 სთ. - ილიაუნის მთარგმნელთა კლუბი
15:45 სთ. - ILIAUNI HIKING СLUB
16:00 სთ. - ილიაუნის მომავალ მათემატიკოსთა კლუბი
16:15 სთ. - სტუდენტური კლუბი ERASMUS MUNDUS
16:30 სთ. - ილიაუნის ბიზნესის კლუბი
16:45 სთ. - ილიაუნის ხრიდოლიონთა კლუბი
17:00 სთ. - ბანკირთა კლუბი 

დასწრება თავისუფალია. გთხოვთ, მობრძანდეთ!

ბანერები