ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის საუნივერსიტეტო ცხოვრების ფორუმი

ღონისძიებები

6 ოქტომბერს, ორშაბათს, 11:00-დან 18:00 საათამდე, B 202 აუდიტორიაში გაიმართება ილიაუნის საუნივერსიტეტო ცხოვრების ფორუმი.

ფორუმზე შესაძლებლობა გექნებათ, შესაბამის სტენდებთან გაეცნოთ ილიაუნის სტუდენტური სერვისის სამსახურს, თვითმმართველობას, ილიაუნის 30-მდე სტუდენტურ კლუბს, თეატრს, ბიბლიოთეკას, წიგნის სახლს „ლიგამუსი“, მუსიკის ცენტრს, ბავშვთა და მოზარდთა განვითარების კლინიკას და არაერთ პროექტს,რომლებიც ილიაუნიში ყოველწლიურად ტარდება თქვენთვის. ილიაუნის საგარეო საქმეთა სამსახური მოგაწვდით უახლეს ინფორმაციას გაცვლითი პროგრამებისა და სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელების შესაძლებლობებზე.
ფორუმზევე შეძლებთ, გაწევრიანდეთ უკვე არსებულ სტუდენტურ კლუბებში ან მიიღოთ ინფორმაცია და ინსტრუქცია ახალი საუნივერსიტეტო კლუბის შექმნისა თუ ღონისძიების ჩატარების შესახებ, დასვათ და მიიღოთ პასუხები თქვენთვის საინტერესო კითხვებზე.
არ გამოტოვო 6 ოქტომბრის ილიაუნის საუნივერსიტეტო ცხოვრების ფორუმი.
შენი საინტერესო ცხოვრება იწყება აქ!

დრო: 6 ოქტომბერი, 11:00-18:00 საათი
ადგილმდებარეობა: B 202 აუდიტორია

ბანერები