ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის სამუსიკო ხელოვნების პროგრამის დოქტორანტების კონცერტი

ღონისძიებები

7 თებერვალს, 15:00 საათზე, საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის სარკეებიან დარბაზში გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამუსიკო ხელოვნების პროგრამის დოქტორანტების – ნათია ბერაიასა და დაჩი თაქთაქიშვილის საჯარო კონცერტი. პროგრამაშია შუბერტის, შოპენის, ლისტისა და ლაღიძის საფორტეპიანო ნაწარმოებები.

ნათია ბერაიამ ნიჭიერთა ათწლედის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიაში, პროფ. ნანა ხუბუტიას კლასში განაგრძო. ნათია არაერთი კონკურსის ლაურეატი და ჯილდოს მფლობელია. მათ შორისაა: ემილ გილელსის სახ. საერთაშორის კონკურსი – III პრემია და კონკურსის „საუკეთესო პიანისტი ქალის” წოდება (2006 წ., ოდესა, უკრაინა); თბილისის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის დიპლომი და სპეციალური პრიზები – საუკეთესო ნახევარფინალისტი, ალფრედ კორტოს პრიზი – რომანტიკული მუსიკის საუკეთესო შესრულებისთვის, სანდრა რულოვსის სიმპათიის პრიზი (2009 წ., თბილისი); ნოდარ გაბუნიას საფორტეპიანო კონკურსი – III პრემია (2001 წ.); ოთარ თაქთაქიშვილის საფორტეპიანო კონკურსი – I პრემია (2000 წ.). მას ხშირად იწვევენ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალებსა და მასტერკლასებზე ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში. 

დაჩი თაქთაქიშვილმა ე. მიქელაძის სახ. ცენტრალური მუსიკალური სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიაში, პროფ. რევაზ თავაძის კლასში განაგრძო. 2009 წელს მაგისტრის ხარისხი მოიპოვა პროფ. თენგიზ ამირეჯიბის ხელმძღვანელობით. დაჩის გავლილი აქვს მასტერკლასები ცნობილ მუსიკოსებთან: ეთერ ანჯაფარიძესთან, ჯარჯი ბალანჩივაძესთან, ჟან-კლოდ პენტიესთან, იანინა ფიალკოვსკასთან, ა. ზასმანისა და სხვ.; 2006 წლიდან სისტემატურად იწვევენ შვეიცარიაში კონცერტებისა და მასტერკლასების ჩასატარებლად. მისი ხელმძღვანელობით შვეიცარიის ქალაქებში გაიმართა საზაფხულო მუსიკალური ფესტივალი. დაჩის ნაშრომი „საფორტეპიანო ხელოვნების დიდოსტატები: იოსეფ ჰოფმანი და ფერუჩო ბუზონი“ შეტანილია თბილისის სახ. კონსერვატორიის სასწავლო პროგრამაში.

დრო: 7 თებერვალი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი (დ. აღმაშენებლის გამზირი N123)

დასწრება თავისუფალია.

ბანერები