ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი

ღონისძიებები

ილიაუნის ყოველწლიური სამეცნიერო პიკნიკი თბილისობის ფარგლებში 5 ოქტომბერს, 11:00 საათიდან 20:00 სთ-მდე რიყეზე  გაიმართება.
 
სამეცნიერო პიკნიკი ერთადერთი ღონისძიებაა საქართველოში, რომელიც ღია ცის ქვეშ მეცნიერების წახალისებისა და პოპულარიზაციის მიზნით იმართება. მისი მთავარი ამოცანაა ხალისიანი გზით წარმოაჩინოს თანამედროვე მეცნიერების მიღწევები, განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო დისციპლინებში.
 
სპეციალურ ადგილას გაშლილ კარვებში სამეცნიერო ჯგუფები საინტერესო ექპერიმენტებსა და ინტერაქციულ გამოფენას წარმოადგენენ. სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობას სხვადასხვა უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, საჯარო და კერძო სკოლების, სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, საელჩოების წარმომადგენლები იღებენ.
 
სამეცნიერო პიკნიკის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტი ახორციელებს სტუდენტურ პროექტს: „რობოტების თამაშები“. პროექტის ფარგლებში მოხდება სტუდენტების მიერ მომზადებული დისტანციური მართვადი რობოტების შეჯიბრება სისწრაფეში.

ბანერები