ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის სამეცნიერო-კვლევითი ფორუმი 2023

ღონისძიებები

25-26 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საუნივერსიტეტო სამეცნიერო ფორუმი, რომელიც ეძღვნება ილიაუნის პროფესორ-ემერიტუსის, ზურაბ კიკნაძის 90 წლის იუბილეს.  

ფორუმზე ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების  ინსტიტუტისა და გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის პროფესორები თავიანთ პრეზენტაციებში ისაუბრებენ ზურაბ კიკნაძის კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობის შესახებ.

ილიას უმაღლესი კვლევების ცენტრი წარმოადგენს ცენტრის სერიის „ილიაუნის გზამკვლევის“ ფარგლებში  ზურაბ კიკნაძის ავტორობით გამოცემულ ნაშრომს „ამირანიანი“.

26 დეკემბერს უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები დაინტერესებულ საზოგადოებას  წარუდგენენ  უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შესახებ მოხსენებებს.

იხილეთ ფორუმის გრაფიკი: https://rb.gy/ix63yv

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 25 დეკემბერი, 16:00-18:00 საათი

26 დეკემბერი, 11:30-18:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1)

დასწრება თავისუფალია.

2023 წელი

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები