ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: პროფესორ ქეთევან კუპატაძის საჯარო ლექცია - ქიმიის სწავლება სამეცნიერო პოპულარული სტატიებით

ღონისძიებები

11 თებერვალს, ხუთშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ასოცირებულ პროფესორთან, მეცნიერებათა დოქტორთან, ქეთევან კუპატაძესთან.

შეხვედრის თემაა: ქიმიის სწავლება სამეცნიერო პოპულარული სტატიებით.

შეხვედრაზე საუბარი შეეხება ქიმიის სწავლების საკითხებს პოპულარული სამეცნიერო სტატიების გამოყენებით; მსგავსი ლიტერატურის როლს მეცნიერების პოპულარიზებასა და საგანთაშორისი კავშირის დამყარებაში. განხილული იქნება კონკრეტული სამეცნიერო პოპულარული სტატიები, რომლებიც სხვადასხვა დროს პროფესორ ქეთევან კუპატაძის ავტორობით დაიბეჭდა ინტერნეტჟურნალში "მასწავლებელი".

დრო: 11 თებერვალი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორია
(ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები