ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: ზურაბ სილაგაძის საჯარო ლექცია

ღონისძიებები

11 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ ზურაბ სილაგაძის (ბუდკერის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტი და ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი) საჯარო ლექციაზე.

 თემა: „რადიალური აჩქარების თანაფარდობა და დისიპაციური ფარული მატერია“.

დაკვირვებები მიუთითებს, რომ ჩვეულებრივი ნივთიერებები, ბარიონები, გავლენას ახდენს ბნელი მატერიის სტრუქტურულ თვისებებზე გალაქტიკაში. ამის ერთ-ერთი გამოვლენაა რადიალური აჩქარების თანაფარდობა, რაც არის მჭიდრო კორელაცია რეალურ გრავიტაციული აჩქარებისა და გრავიტაციული ველის იმ დაძაბულობას შორის, რასაც გალაქტიკის მოცემულ წერტილში მხოლოდ ბარიონები ქმნის. ნაჩვენები იქნება, რომ ბნელი მატერიის სიმკვრივის პროფილი, რომელიც მოტივირებულია დისიპაციური ბნელი მატერიის მოდელებით, მათ შორის, სარკული ბნელი მატერიის მოდელით, საშუალებას გვაძლევს, დავაკმაყოფილოთ რადიალური აჩქარების თანაფარდობა.

დრო: 11 ოქტომბერი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები