ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: თბილისის მეტროპოლიტენთან დაკავშირებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია

ღონისძიებები

25 მაისს, ხუთშაბათს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე პოლიტიკური მეცნიერებების დოქტორანტთან, გიორგი ბაბუნაშვილთან.

შეხვედრის თემაა: თბილისის მეტროპოლიტენის გამოწვევები, შესაძლებლობები და განვითარების პერსპექტივები: კვლევის მეთოდოლოგია და შედეგები

კვლევის მიზანს წარმოადგენდა თბილისის შიდასაქალაქო მგზავრთბრუნვაში მეტროპოლიტენის ეფექტურობის გაზრდის ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავება. შესწავლილ იქნა მეტროპოლიტენის როლი თბილისის შიდასაქალაქო მობილობის სისტემაში და მისი ზრდის რესურსები. კვლევის ფარგლებში, შედგა მგზავრნაკადების განაწილების მოდელი, რომლის საფუძველზეც დაანგარიშდა ენერგოდანახარჯები და სხვა პარამეტრები სხვადასხვა მგზავრნაკადის პირობებში.

დრო: 25 მაისი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები