ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: შეხვედრა სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა დოქტორთან, გიორგი ჩალაძესთან

ღონისძიებები

31 მაისს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში, ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის მკვლევართან და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა დოქტორთან, გიორგი ჩალაძესთან.

გიორგი ჩალაძე ისაუბრებს კვლევაზე, რომელიც მისი ავტორობით გამოაქვეყნა მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა გამომცემლობმა ”შპრინგერმა“ (Springer) სამეცნიერო ჟურნალში  "Archives of Sexual Behavior". აღნიშნული ჟურნალის გამოიცემა1971 წლიდან და მისი იმპაქტ ფაქტორი (სამეცნიერო და სოციალურ მეცნიერებათა ჟურნალების ციტირებათა საზომი) არის 2.589. კვლევის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://link.springer.com/article/10.1007/s10508-016-0742-2

შეხვედრის თემა: „ჰომოსექსუალობა ევოლუციურ კონტექსტში“.

კვლევის აბსტრაქტი

ადამიანებში ჰომოსექსუალობა ცნობილია მთელი კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში, ამავე დროს, ტყუპების კვლევებით დადასტურებულია, რომ ჰომოსექსულობა გარკვეულწილად გენეტიკური ფაქტორებითაა განპირობებული. ევოლუციური თვალსაზრისით, ეს პარადოქსია - როგორ ნარჩუნდება ნიშანი, რომელიც რეპროდუქციულ წარმატებას ამცირებს? კვლევაში წარმოდგენილია პოპულაციურ-გენეტიკური მოდელი, რომელიც, არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ჰომოსექსუალობის სტაბილურობის შესაძლო მექანიზმს ხსნის. მოდელის მიხედვით, ადამიანების დაახლოებით ნახევარი ატარებს გენებს,რომელიც კაცებში ჰომოსექსუალობის წინაპირობაა, ხოლო ქალებში ზრდის ნაყოფიერებას. კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში "Archives of Sexual Behavior"

დრო: 31 მაისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (გ. წერეთლის ქ. #1)

დასწრება თავისუფალია.

ბანერები