![კურსდამთავრებულების გამოსაშვები ცერემონია](https://iliauni.edu.ge/uploads/photo/cache/84/06c59237076fbe0bff1546990908e52b_84206.png)
![ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის ასოცირებული პროფესორის, ია კუპატაძისა და ასისტენტ-პროფესორ ნანა ზაზანაშვილის საჯარო ლექციები](https://iliauni.edu.ge/uploads/photo/cache/84/0d019e547359cc8f4946b351d8a4f4e9_84099.png)
![„სამაგიდო თამაშების საღამო 2.0” ილიაუნის სტუდენტებისთვის](https://iliauni.edu.ge/uploads/photo/cache/84/8a8e66943785249f4964ebeaf535bdd0_84069.png)
ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: შეხვედრა შვედეთის უნივერსიტეტის მკვლევართან, ჯონ მარშალთან
ღონისძიებები
3 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E309 აუდიტორიაში, ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე უმეას (შვედეთი) უნივერსიტეტის ტყის ეკოლოგიის და მენეჯმენტის დეპარტამენტის მკვლევართან, ჯონ მარშალთან.
შეხვედრის თემა: ტყის ნახშირბადის ბიუჯეტი - რა ვიცით მის შესახებ
მომხსენებლის შესახებ
ჯონ მარშალმა ბაკალავრისა და მაგისტრის წოდება მიჩიგანის (აშშ) სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, სადოქტორო დისერტაცია კი ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტში (Oregon State University - OSU) დაიცვა. მისი კვლევების თემაა ხემცენარეების ფიზიოლოგია, ეკოსისტემური ეკოლოგია და სტაბილური იზოტოპების შეფარდება, კერძოდ: აიდაჰის შტატის ტყეებში წყლის ბალანსი, რომელიც ხის სახეობებზეა დამოკიდებული; წყლის გამოყენების ეფექტურობა აშშ-ის დასავლეთის წიწვოვან ტყეებში, კარბონული იზოტოპების გამოყენება იმისთვის, რათა წლიური რგოლების შესწავლით გამოვლინდეს ხეების რეაქცია ნახშირორჟანგის ემისიაზე.
დრო: 3 ოქტომბერი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: E309 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი