ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: შეხვედრა პროფესორ ზაალ კიკვიძესთან

ღონისძიებები

28 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის პროფესორთან, ზაალ კიკვიძესთან.

შეხვედრის თემა: ეთნობოტანიკური ექსპედიციები საქართველოში

ეთნობოტანიკურ კვლევებს საქართველოში ხანგრძლივი ისტორია აქვს, თუმცა, თავად ტერმინი „ეთნობოტანიკა“ ახლა მკვიდრდება ჩვენში. ეთნობოტანიკა გულისხმობს ადამიანის და მცენარის ურთიერთდამოკიდებულების შესწავლას. ასეთ კვლევებში საველე ექსპედიციები დიდ როლს თამაშობს. შესაბამისად, საუბარი შეეხება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩატარებულ საკმაოდ ინტენსიურ ექსპედიციებს, რომლებიც 2012 წლიდან ხორციელდება ილიაუნისა და მისურის ბოტანიკური ბაღის მკვლევრების მიერ.

დრო: 28 ოქტომბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები