ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: შეხვედრა პროფესორ ლადო სამუშიასთან

ღონისძიებები

22 მარტს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მკვლევართან და კანზასის უნივერსიტეტის პროფესორთან, ლადო სამუშიასთან.

შეხვედრის თემაა: დაკვირვებითი კოსმოლოგიის ხუთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა.

დაკვირვებითი კოსმოლოგია, როგორც მეცნიერული დისციპლინა, ასი წლისაც არაა. ერთი საუკუნის განმავლობაში ჩატარებულმა კოსმოლოგიურმა დაკვირვებებმა ბევრ უაღრესად საინტერესო და ხშირად მოულოდნელ აღმოჩენამდე მიგვიყვანა. მოხსენებაში განვიხილავთ ხუთ მნიშვნელოვან კოსმოლოგიური აღმოჩენას: სამყაროს გაფართოებას, დიდი აფეთქების თეორიას, ბნელ მატერიას, ბნელ ენერგიას და გრავიტაციულ ტალღებს. რის საფუძველზე ვამტკიცებთ, რომ სამყარო ფართოვდება ან ბნელი ენერგია არსებობს? რას გვიქადის უახლოეს მომავალში დაგეგმილი, გაცილებით უფრო ზუსტი დაკვირვებები? საინტერესოა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ხუთი დაკვირვებითი ფაქტიდან, ფუნდამენტური ფიზიკის თვალსაზრისით, ორი ჯერ კიდევ აუხსნელია.

დრო: 22 მარტი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორია (ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები