ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: შეხვედრა პროფესორ ენდრიუ ლარსონთან

ღონისძიებები

21 აპრილს, პარასკევს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ტყის ეკოლოგიის, მეტყევეობისა და სილვიკულტურის დარგებში მონტანის უნვერსიტეტის პროფესორთან, ენდრიუ ლარსონთან.

შეხვედრის თემა: „ჩრდილოეთი ამერიკის ნემორალურ-ბორეალური ტყეები“

ჩრდილოეთი ამერიკის ტყეებს ახასიათებს თავისებური დინამიკა, რაც ბუნებრივ, რეგულარულ ხანძრებს უკავშირდება. პროფესორი ენდრიუ ლარსონი ტყეებში ბუნებრივ ხანძრებს იკვლევს და კარგად იცნობს ჩრდილოეთი ამერიკის ტყეებს. შეხვედრის ფარგლებში, იგი ამ ტყეების მდგრად მენეჯმენტზე ისაუბრებს.

ლექციის ენა: ინგლისური (თანმიმდევრული ქართული თარგმანით)

დრო: 21 აპრილი, პარასკევი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები