ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: შეხვედრა პროფესორ ავთანდილ თავხელიძესთან

ღონისძიებები

21 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან, ავთანდილ თავხელიძესთან.

საუბრის თემა: ნანოტექნოლოგიური მასალები ენერგიის გარდამქმნელებისათვის

შეხვედრაზე საუბარი იქნება ნანომესრის დამზადების შესახებ, თხელი ფირის ზედაპირებზე მისი ისეთი ელექტრონული თვისებების შესაცვლელად, როგორებიცაა: ელექტრონის ძვრადობა, ზეებეკის კოეფიციენტი და ელექტრონული ემისია. ნიმუშებისდასამზადებლად გამოყენებული იქნება ლაზერული ინტერფერენციული ლითოგრაფია და რენტგენული ლითოგრაფია. მასალად გამოყენებული იქნება Si, ხოლო ნიმუშები დამზადდება სილიციუმი იზოლატორზე (SOI) ფუძეშრეებზე.  ნანომესრის სხვადასხვაზომაზე დამოკიდებულება გვიჩვენებს, თუ რამდენად შეუძლია მას რეალური ფენების მახასიათებლების შეცვლა და რამდენად გააუმჯობესებს ეს მზის ელემენტების, თერმოელექტრული და თერმიონული ენერგიის გარდამქმნელების ეფექტურობას, ნანომესრიანიფენების გამოყენების შემთხვევაში. 


შეხვედრის დრო: 21 აპრილი 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №32)
დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები