ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: შეხვედრა მოგზაურებთან The Pilgreens

ღონისძიებები

20 ოქტომბერს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე უმასპინძლებს მოხალისეებს The Pilgreens, რომლებიც მსოფლიოში კლიმატური ცვლილებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით მოგზაურობენ აზიიდან ევროპამდე.

The Pilgreens-ის მიზანია, აჩვენონ საზოგადოებას მზის ენერგიის დადებითი მხარეები და მისი გამოყენების პერსპექტივები. ამიტომ ისინი მზის და ელექტროენერგიაზე მომუშავე უცნაური ტრანსპორტით, Tuk-Tuk-ით მოგზაურობენ ტაილანდიდან საფრანგეთისკენ.

მათი საბოლოო დანიშნულების ადგილი არის პარიზი, სადაც 2015 წლის დეკემბერში გაიმართება COP21 - გაეროს კონფერენცია კლიმატის საკითხებზე.

გზად ისინი გაივლიან 15 ქვეყანას, დაფარავენ 22 000 კილომეტრს და გამართავენ შეხვედრებს უნივერსიტეტებში მზის ენერგიასთან და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

The Pilgreens-ის წარმომადგენლები 20 ოქტომბერს ილიაუნის სამეცნიერო კაფის ფარგლებში შეხვდებიან დაინტერესებულ სტუდენტებსა და მკვლევარებს და გაუზიარებენ მათ საკუთარ გამოცდილებას.

აღნიშნული პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://the-pilgreens.com

შეხვედრის დრო: 20 ოქტომბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)

დასწრება თავისუფალია.

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები