ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: შეხვედრა მიხეილ მებონიასთან

ღონისძიებები

21 ივლისს, 16:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის დოქტორანტთან, მიხეილ მებონიასთან.
შეხვედრის თემაა: ნანომესრული ფენების ელექტრონული თვისებები

მომხსენებელი დოქტორანტი მიხეილ მებონია მოგვითხრობს იულიხის კვლევით ცენრში (გერმანია) ბოლო ხანებში ჩატარებული გაზომვების შედეგებზე.

"ჩვენ ვიკვლევთ პერიოდულ ნანოსტრუქტურებს, კერძოდ Au და Si ნანომესრულ თხელ ფირებს. კვლევა ფოკუსირებულია ფირების ელექტრონულ მახასიათებლებზე. ნანომესერი კრძალავს ელექტრონების ზოგიერთ კვანტურ მდგომარეობას, რის შედეგადაცამოვარდნილი ელექტრონები გადადის უფრო მაღალ ენერგეტიკულ მდგომარეობებში. ეს გადასვლები დრამატულად ცვლიან ელექტრონულ მახასიათებლებს და თავს იჩენს ახალი კვანტური ეფექტები. კერძოდ, Au-ში ვიღებთ წინაღობის მკვეთრ შემცირებასზეგამტარობის ნიშნებით, ხოლო Si-ში - n-ტიპის ლეგირებას. ეს ეფექტები საინტერესოა, როგორც ფუნდამენტური, ასევე გამოყენებების თვალსაზრისით".

დრო: 21 ივლისი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები